logo
ENG



აშშ-მ საქართველოს ლაზერული ზემოქმედების მრავალჯერადი ინტეგრირებული სისტემა MILES გადასცა

08 დეკ 202010:29
3 წუთის საკითხავი
 
2020/12/08/hgooetvzlnkxqhe.jpg
აშშ-ის საელჩოს განცხადებით, საქართველომ მიიღო ლაზერული ზემოქმედების მრავალჯერადი ინტეგრირებული სისტემა MILES, რომელიც ნატო-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ერთობლივ ცენტრს გადაეცემა. 
 
საქართველოში აშშ-ის საელჩოს განცხადებაში ვკითხულობთ, რომ $4,3 მილიონი დოლარის ღირებულების ეს პროგრამა მოიცავს წვრთნის სრულ კომპლექტს, აღჭურვილობასა და ადმინისტრირების ხარჯებს.
 
მათივე ცნობით, სისტემა ცენტრს აშშ-საქართველოს სამხედრო პარტნიორობისადმი მტკიცე მხარდაჭერის ფარგლებში გადმოეცა. ამ სისტემას საქართველოს თავდაცვის ძალებისთვის რეალისტური საბრძოლო მომზადების გაუმჯობესებისთვის გამოიყენებენ.

close დახურვა