logo
ENG



აშშ-ში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობამ 70 ათასს გადააჭარბა

06 მაი 202011:16
3 წუთის საკითხავი
 

შეერთებულ შტატებში პანდემიით გარდაცვლილთა რიცხვმა 70 ათასს გადააჭარბა, ინფიცირების მაჩვენებელი კი მილიონ 200 ათასს გადასცდა. გაიზარდა გამოჯანმრთელებულთა რაოდენობაც და ბოლო მონაცემებით 200 ათასს 628 შეადგინა. 

შეერთებულ შტატებში პანდემიისგან გამოწვეულ სირთულეებთან გამკლავება ყველაზე რთული ნიუ-იორკისთვის აღმოჩნდა, სადაც კოვიდ-19-ით 25 ათასზე მეტი ადამიანია გარდაცვლილი.

ვიცე-პრეზიდენტ მაიკ პენსის რეკომენდაციით, თვის ბოლოს ახალ კორონავირუსთან ბრძოლის სამუშაო ჯგუფი დაიშლება. პრეზიდენტ დონალდ ტრამპის თქმით, მოქმედ შემადგენლობას განსხვავებული ჯგუფი ჩაანაცვლებს. მან არ გამორიცხა, რომ ეკონომიკის აღდგენის შემდეგ კოვიდ 19-ით გარდაცვალების შემთხვევები ქვეყანაში შესაძლოა კვლავ დაფიქსირდეს. 


close დახურვა