აშშ-ს პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის განცხადებით, ქვეყანაში ვაქცინის საკმარისი მარაგი დაგეგმილზე ადრე, მაისის ბოლოს ექნებათ. 2 მარტს გამართულ პრესკონფერენციაზე პრეზიდენტმა გამოაცხადა, რომ Johnson & Johnson-სა და Merck-ს შორის პარტნიორობა გაფორმდა, რაც გაზრდის წარმოებას.
"სამი კვირის უკან გამოვაცხადე, რომ ივლისის ბოლოსთვის ყველა ამერიკელისთვის საკმარისი ვაქცინის მარაგი გვექნებოდა.
ახლა, ჩვენივე ძალისხმევით, გაგვეუმჯობესებინა წარმოების პროცესი, ყველა ამერიკელისთვის საკმარისი ვაქცინა მაისის ბოლოს გვექნება.
ყველა შტატს მივმართავ, პრიორიტეტი მიანიჭონ საგანმანათლებლო სფეროში დასაქმებულთა ვაქცინაციას. ჩვენ გვსურს, ყველა მასწავლებელს, სკოლის პერსონალსა და ბავშვებზე მზუნველებს ამ თვის ბოლომდე პირველი დოზა ჰქონდეთ გაკეთებული", - განაცხადა ჯო ბაიდენმა.