logo
ENG



აშშ. კორონავირუსის გამო 1 ტრლნ-იანი სტიმულირების პაკეტის დამტკიცებას გეგმავს

18 მარ 202009:43
3 წუთის საკითხავი
 

დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია ერთ ტრილიონიანი სტიმულირების პაკეტის დამტკიცების ინიციატივით გამოდის. მიზანი ახალი კორონავირუსისგან დაზარალებული შეერთებული შტატების მოსახლეობის ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებაა. როგორც ქვეყნის ფინანსთა მინისტრმა განაცხადა ეკონომიკური პაკეტი თითოეული ამერიკელისთვის 1000 აშშ დოლარიანი დახმარების მიღებას ითვალისწინებს. სტივენ მნუჩინის თქმით, ფინანსური დახმარება გათვალისწინებულია იმ ავიაკომპანიებისთვისაც, რომლებიც კოვიდ 19-ის გავრცელების გამო გაკოტრების წინაშე არიან.

ტრილიონიანი სტიმულირების პაკეტი უმუშევრად დარჩენილი მოქალაქეებისთვის კომპენსაციის გაზრდასა და ავადმყოფობის გამო შვებულებაში მყოფი ამერიკელების ანაზღაურებას ითვალისწინებს.

ცნობილია, რომ აშშ-ში ახალი კორონავირუსის 1 ათას 846 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და დაინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ ქვეყანაში 6 ათასს გადააჭარბა. დადასტურდა გარდაცვალების 29 ახალი შემთხვევაც და მთლიანობაში 115 შეადგინა. 


close დახურვა