logo
ENG



აშშ: კიევის გარშემო რუსული ჯარების ნებისმიერი მოძრაობა გადაჯგუფებაა და არა გაყვანა

29 მარ 202221:40
3 წუთის საკითხავი
 
2022/03/29/djgah54vkiiqvj3.jpg

აშშ-ს ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ კიევის გარშემო რუსული ჯარების ნებისმიერი მოძრაობა განიხილება, როგორც "გადაჯგუფება და არა გაყვანა".

"მიგვაჩნია, რომ რუსული ძალების ნებისმიერი გადაადგილება კიევის გარშემო არის გადაჯგუფება და არა გაყვანა. მსოფლიო მზად უნდა იყოს უკრაინის სხვა ტერიტორიების წინააღმდეგ მსხვილი შეტევითი ოპერაციებისთვის", - ამბობენ ოფიციალური პირები.

დღეს, 29 მარტს სტამბოლში რუსეთისა და უკრაინის დელეგაციებს შორის მოლაპარაკებები დასრულდა.  

უკრაინამ დაასახელა უსაფრთხოების გარანტიები და ის ქვეყნებიც, რომლებიც გარანტორად უნდა იქცნენ. გარდა ამისა, ოფიციალურმა კიევმა ყირიმთან და დონბასთან დაკავშირებითაც საკუთარი პოზიციები წარადგინა. 

შეხვედრის დასრულების შემდეგ აქტიურად დაიწყო საუბარი ვოლოდიმირ ზელენსკისა და ვლადიმირ პუტინის შეხვედრის შესაძლებლობაზე. 

თავდაცვის მინისტრის მოადგილემ განაცხადა, რომ რუსეთი "კარდინალურად შეამცირებს" საომარ მოქმედებებს კიევსა და ჩერნიგოვში. 


close დახურვა