logo
ENG



აშშ: საქართველოს მეგობრები ძალიან შეშფობეულები ვართ და ვაკვირდებით მოვლენების განვითარებას

13 დეკ 201911:56
3 წუთის საკითხავი
 
p2khpj0emfegaha.jpg

სურს თუ არა საქართველოს ხელისუფლებას ქვეყანაში დემოკრატია? შეერთებულ შტატებში უკვე კითხვის ნიშნები უჩნდებათ. ამერიკელი ექსპერტები ოცნების ხელისუფლებას მწვავედ აკრიტიკებენ და საქართველოში განვითარებულ მოვლენებს შეშფოთებით აკვირდებიან. 

"პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე უარის თქმა დემოკრატიის თვალსაზრისით უკან გადადგმული ნაბიჯი იყო, მოქალაქეების პროტესტზე მთავრობის რეაქცია კი აჩენს კითხვებს ხელისუფლების ვალდებულებებზე დმეოკრატიის მიმართ", - ასე აფასებს ევროპული პოლიტიკის კვლევის ცენტრის ანალიტიკოსი ბრაიან უითმორი საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებს. 

მისივე თქმით, პროპორციული არჩევნები დემოკრატიის გარანტიაა, შესაბამისად მის წინააღმდეგ განხორიცლებული ნებისმიერი ქმედება აღიქმება, როგორც დემოკრატიული განვითარების უკუსვლა. ამიტომ, ამერიკელი პარტნიორები საქართველოში მიმდინარე მოვლენებეზე შეშფოთებას გამოთქვამენ. 

"დემორკატიის თვალსაზრისით საქართველოში მდგომარეობა ძალიან მაშფოთებს, ცხადია პროპორციული სისტემა უფრო სამართლიანია და თანაბარ პირობებს ჰქმნის არჩევნებისთვის. პროპორციულ სისტემაზე უარის თქმა კი დემოკრატიის მხრივ უკან გადადგმული ნაბიჯია. მე მხარს ქართველი ხალხის უფლებას, გააპროტესტონ, მთავრობის მხრიდან ქმედებები კი კითვხის ნიშნებს აჩენს დემოკრატიის ვალდებულებებზე. საქართველოს მეგობრები ძალიან შეშფოთებულები ვართ და ვაკვირდებით მოვლენების განვითარებას ყურადღებით",-აცხადებს უითმორი

უითმორი დარწმუნებულია, რომ ხელისუფლებასა და საზოგადოებას შორის არსებულ დაპირისპირებაში მხოლოდ ერთი მხარე მოქმედებს ძალისმიერად. ასევე როგორც უითმორი განმარტავს, ამჟამად მსოლფიოში მიმდინარეობს ომი დასავლეთისა და აღმოსავლეთის ღირებულებებს შორის. ეს შეეხო საქართველოსაც და მნიშვნლოვანია ამ ბრძოლაში სწორი გადაწყვეტილება მიიღოს. 

"ვერ ვხედავ ორივე მხარის ძალადობას. ძალადობს მხოლოდ ერთი მხარე. ვხედავ, რომ მოქალაქეები მშვიდობიანი პროტესტის გამოხატვის უფლებას იყენებენ, მთავრობა კი მათ წინააღმდეგ ძალას იყენებს. საქართველო წარსულში ყოველთვის დასავლეთის მეგობრებს და მსურს ახლაც დასავლელი პარტნიორების რჩევები გაითავლისწინონ და არა ჩრდილოელი მეზობლის, რომელსაც კარგი არ სურს. ჩვენ ახლა ვხედავთ ბრძოლას ორ სისტემას შორის. ერთი დასავალურია, მეორე კი აღმოსავლეთში დაფუძნებულ ოლიგარქიაზე. კორუფციასა და კლეპტროკრატიაზე. ეს გლობალური ბრძოლა ახლა საქართველოში მიმდინარეობს",-აცხადებს უითმორი.

 

 


close დახურვა