logo
ENG



აშშ რჩება საქართველოს სუვერენიტეტის ერთგული - კელი დეგნანი

20 მაი 202015:01
3 წუთის საკითხავი
 

ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა ქართული მედიისთვის გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა ოკუპირებულ ტერიტორიებზე და კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნა, რომ აშშ ერთგული რჩება საქართველოს სუვერენიტეტის.

კელი დეგნანის თქმით, საქართველო და აშშ რჩებიან სტრატეგიულ პარტნიორებად და ეს პარტნიორობა ეფუძნება დემოკრატიული ღირებულებებისადმი ერთგულებას. მან კიდევ ერთხელ მოუწოდა რუსეთს, შეასრულოს 2008 წლის 12 აგვისტორს ნაკისრი ვალდებულებები.

„აშშ რჩება საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობის მტკიცედ ერთგული, საქართველოს სუვერენიტეტის მტკიცედ ერთგული. ამიტომ შედგა ჩემი პირველი ვიზიტი ამ რეგიონში, ადმინისტრაციულ ხაზზე სოფელ ოძისთან, რომლის უსაფრთხოებაც უზრუნველყო საქართველოს უსაფრთხოების სამსახურმა. 

მართლაც ძალიან სამწუხარო იყო, რაც ადგილზე ვიხილეთ. ერთმანეთისგან გაყოფილი ოჯახები, თემი, მოსახლეობა, რომელიც ოკუპირებულ ტერიტორიებზე ცხოვრობს, რომელსაც არ აქვს შესაძლებლობა, მიიღოს სიცოცხლისთვის აუცილებელი სამედიცინო დახმარება. ბავშვებს არ აქვთ შესაძლებლობა მიიღონ განათლება. რუსეთმა უნდა გაიყვანოს თავისი ძალები და შეასრულოს ვალდებულებები, რაც 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით აიღო, იმიტომ რომ ეს ხალხი ამ რეგიონებში იმსახურებს ხელშესახებ პროგრესს, რომელიც უნდა მოიტანოს კონფლიქტის მშვიდობიანმა გადაწყვეტამ",  - განაცხადა კელი დეგნანმა.


close დახურვა