logo
ENG



აშშ უკრაინას დამატებით 368 მილიონი დოლარით დაეხმარება

09 ივლ 202221:25
3 წუთის საკითხავი
 
2022/07/09/6tb8xf1btx98ema.png

ამერიკის შეერთებული შტატები უკრაინას დამატებით 368 მილიონი დოლარით დაეხმარება. საუბარია ჰუმანიტარული ტიპის დახმარებაზე, რომელიც ქვეყნის მოსახლეობისა და ლტოლვილების დასახმარებლად იქნება გამოყენებული.

როგორც აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა აღნიშნა, ამერიკის ერთგულება უკრაინელი ხალხის მიმართ მკაფიოა.

"ამერიკის შეერთებული შტატები გადასცემს უკრაინას თითქმის 368 მილიონ დოლარს დამატებითი ჰუმანიტარული დახმარებისთვის, რომელიც უკრაინელებისა და ლტოლვილებისთვის არის განკუთვნილი. იმ ლტოლვილებისთვის, რომლებსაც მოუწიათ საკუთარი ქვეყნის დატოვება, რათა უსაფრთხო ადგილი ეპოვათ რუსეთის მიერ წარმოებული სასტიკი ომის პირობებში", - თქვა ენტონი ბლინკენმა.

ცნობისთვის, გუშინ, 8 ივლისს აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა უკრაინისთვის ახალ, 400 მილიონი დოლარის ღირებულების სამხედრო დახმარების პაკეტს ხელი მოაწერა. სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი, აშშ-ის ხელისუფლების წარმომადგენლის თქმით, მიზნად რუსული საარტილერიო შეტევების წინაშე მყოფი უკრაინის გაძლიერებას ისახავს.


close დახურვა