3 მაისს, პრესის თავისუფლების მსოფლიო დღეს, 15-ზე მეტმა ეროვნულმა და რეგიონულმა მაუწყებელმა აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტების მხარდასაჭერად აქცია გამართა. მათ სოლიდარობის ნიშნად ეთერი 1 წუთით გათიშეს, ეკრანზე კი გამოჩნდა წარწერა: "სოლიდარობა აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტებს".
აქციას სხვა ტელევიზიებთან ერთად შეუერთდა ტელეკომპანია "ფორმულა".
აქცია მედიაკოალიციის ორგანიზებით განხორიცელდა და მისი მიზანი აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტებისთვის სოლიდარობის გამოხატვა და საზოგადოებისთვის აჭარის მაუწყებელში ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენებს შეხსენება იყო.