ხშირად გვსმენია ახალგაზრდების მიმართ გამოთქმული პრეტენზიისა თუ შენიშვნის შესახებ, თითქოს მათ არაფერი აღელვებთ და პოზიცია არ გააჩნიათ. სინამდვილეში, თუ დავუკვირდებით, ახალგაზრდები ყოველთვის ჩნდებიან იქ, სადაც მათი ყოფნა გარდაუვალად აუცილებელია. შესაძლოა, მათ არ აინტერესებდეთ კონკრეტული პოლიტიკური პარტია, პოლიტიკური ლიდერი, მაგრამ მათ აქვთ მოსაზრება მთავარ საკითხზე - იცხოვრებენ ევროპულ თუ რუსულ საქართველოში. აი ამაში კი ნამდვილად დაგვარწმუნეს, მათი ჩართულობის შემთხვევაში, ვერასოდეს გაგვარუსებენ. 8 მარტის ღამის შემდეგ, როდესაც მათ შეუპოვარი ბრძოლა გვაჩვენეს და მრავალ აქცია ნანახი ადამიანებიც გაგვაკვირვეს მათი დაუღალავი, შეუპოვარი ხასიათით, გაგვიჩინეს მრავალი კითხვა. ვინ არიან და რა სურთ მათ? დროება აქციებზე ყველაზე აქტიური თაობის რამდენიმე წარმომადგენლის დახმარებით, შეეცადა გაეცა პასუხი ყველაზე ხშირად დასმულ შეკითხვებზე.
ახალგაზრდობის სათქმელი - დროება
12 მარ 202320:39
3 წუთის საკითხავი