logo
ENG



ახალი პაციენტის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა-მარინა ეზუგბაია

19 ივნ 202011:20
3 წუთის საკითხავი
 
rix8q3ur9atlmy5.jpeg

ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის მარინა ეზუგბაიას განცხადებით, საქართველოში კორონავირუსის 2 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. საერთო ჯამში დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 895 არის.

რაც შეეხება გამოჯანმრთელებულებს, მათი რაოდენობა კიდევ ორით გაიზარდა და 741-ს შეადგენს. კოვიდცენტრებში ამ დროისთვის 140 პაციენტი მკურნალობს.

„დადასტურებული შემთხვევა დაგვემატა 2 და 895-ია. გამოჯანმრთელებული პაციენტები ორნი დაგვემატნენ და არის 741. ამ ეტაპზე კოვიდ ცენტრებში 140 ინფიცირებული პაციენტი მკურნალობს. 

"ახალი ინფიცირებულებიდან ერთი არის კონტაქტი დადასტურებულ შემთხვევასთან, ხოლო მეორე არის შემოტანილი შემთხვევა. ჩვენს ცენტრში გუშინ შემოვიდა ერთი ახალი დადასტურებული შემთხვევა, გამოჯანმრთელებული არ გვყავდა ამ ეტაპზე 21 დადასტურებული პაციენტი მკურნალობს.

"ახალი პაციენტის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა. ძირითადად საშუალო და მსუბუქი სიმძიმის პაციენტები გვყავს“, - განაცხდა მარინა ეზუგბაიამ.


close დახურვა