ჩინეთის ხელისუფლებამ კორონავირუსის გამო პეკინში ახალი რეგულაციები შემოიღო. დედაქალაქში სხვა ქვეყნებიდან დაბრუნებულებს 14- დღიან კარანტინში მოათავსებენ. ბოლო მონაცემით, საშიში ვირუსის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 1523-მდე გაიზარდა. აქდან 143 ადამიანი გასული 12 საათის განმავლობაში გარდაიცვალა. გაიზარდა ინიფიცირებულთა რიცხვიც. მათი რაოდენობა 66,500-ს აღწევს. დღეიდან ჯანდაცვის მსოფლიო ექსპერტთა ჯგუფი ჩინელ კოლეგებთან ერთად ვირუსის გავრცელების მიზეზებს შეისწავლის. სპეციალისტები გამოიძიებენ მედპერსონალის დაინფიცირების შემთხვევებსაც. ცნობილია, რომ კორონავირუსმა 6 ექიმის სიცოცხლე იმსხვერპლა.
ახალი რეგულაციები პეკინში - სხვა ქვეყნებიდან დაბრუნებულებს 14-დღიან კარანტინში მოათავსებენ
15 თებ 202012:35
3 წუთის საკითხავი