ახალქალაქში კაცი დაჭრეს. მას 6 ჭრილობა აქვს მიყენებული - ოთხი ცეცხლსასროლი იარაღით, ორი კი დანით.
პაციენტს გადაუდებელი ოპერაცია ახალქალაქში ჩაუტარდა, შემდეგ კი კატასტროფის ჯგუფმა ის თბილისში გადაიყვანა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, დაჭრის ბრალდებით ერთი პირია დაკავებული. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც მკვლელობის მცდელობას გულისხმობს. დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით პატიმრობას ითვალისწინებს.