ახალციხეში სამოქალაქო აქტივისტ ჯაბა ნათენაძეს, რომელიც რუსულ კანონს აპროტესტებს, მანქანა დაუზიანეს.
ნათენაძეს საბურავები დაჭრილი დახვდა, მანქანაზე კი საღებავებით შეურაცხმყოფელი წარწერებია დატოვებული.
შემთხვევა ქალაქ ვალეს ცენტრში ღამით, პოლიციის შენობიდან 200 მეტრში მოხდა. მიმდებარე ტერიტორიაზე ვიდეოკამერებია დამონტაჟებული, თუმცა შსს-მ უთხრა, რომ გამორთულია.
ჯაბა ნათენაძის თქმით, მანქანის დაზიანება ქართული ოცნების ადგილობრივი ორგანიზაციის მიერ არის ორგანიზებული. მან შემთხვევის ადგილზე პოლიცია გამოიძახა.