logo
ENG



ახლა მნიშვნელოვანია, რის გამოა მიყენებული დაზიანება - გარდაცვლილი ფეხბურთელის ბიძა

23 ივნ 202017:07
3 წუთის საკითხავი
 

გარდაცვლილი ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის ოჯახი აცხადებს, რომ ექსპერტიზის პასუხებს დაელოდებიან და შემდეგ ექნებათ პოზიცია ბრალის დამძიმების საკითხზე.

როგორც შაქარაშვილის ბიძა აცხადებს, ახლა მნიშვნელოვანია გაირკვეს, გარდაცვლილს დაზიანებები სიცოცხლეშივე მიადგა თუ გარდაცვალების შემდეგ.

„რა დროს სჭირდება პირების ბრალეულობის საკითხს, ეს არის ძიების საგანი - ვერ გეტყვით, იყო თუ არა ეს დრო საკმარისი. რთული სათქმელია. სისხლის სამართლის კვალიფიკაცია დგინდება მტკიცებულებებით - თუ ექსპერტიზის შემდეგ გამოიკვეთება რაიმე დანაშაულის კვალი, ცხადია, გვექნება ჩვენი პოზიცია. აქ არსებითად მნიშვნელოვანია მიჯნის გავლება - დაზიანებები მიღებულია სიცოცხლის პერიდოში თუ გარდაცვალების შემდეგ. ის კი არაა ახლა მნიშვნელოვანი, აქვს თუ არა დაზიანება,  მნიშვნელოვანია, რის გამოა მიყენებული დაზიანება", - ამბობს მირიან ნიკოლაძე.

შეგახსენებთ, რომ ოთხდღიანი ძებნის შემდეგ გიორგი შაქარაშვილი მდინარე არაგვში 22 ივნისს იპოვეს.


close დახურვა