logo
ENG



ბათუმის ინფექციური საავადმყოფოს 2 თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა

17 სექ 202019:57
3 წუთის საკითხავი
 
ბათუმის ინფექციური საავადმყოფოს 2 თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა

ბათუმის ინფექციური საავადმყოფოს 2 თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა. 

როგორც კლინიკის დირექტორმა ციური აბულაძემ ფორმულას განუცხადა, ინფიცირებულია კლინიკის ექიმი და მეეზოვე.

"ინფიცირებულია 2 თანამშრომელი. ერთ-ერთი არის მეეზოვე, რომელსაც პაციენტებთან და პერსონალთან შეხება არ ჰქონია. რაც შეეხება ექიმს, ის მოვიდა კლინიკაში მორიგეობის დღეს. საავადმყოფოში შემოსვლისას მას გაეზომა სიცხე. ტემპერატურის დაფიქსირების შემდეგ ჩაუტარდა არაგეგმიური ტესტი, რომლის საფუძველზეც დაუდგინდა ვირუსი", - ამბობს კლინიკის დირექტორი.

ბოლო პერიოდში საქართველოში კორონავირუსით დაინფიცირების ტემპმა მკვეთრად მოიმატა. მხოლოდ დღეს, 17 სექტემბერს, დაინფიცირების 179 შემთხვევა გამოვლინდა. 


close დახურვა