logo
ENG



ბათუმის მედალფა: კორონავირუსით ინფიცირებული ორი პაციენტი რეანიმაციაშია

13 აპრ 202014:47
3 წუთის საკითხავი
 

უკვე მეორე დღეა ქობულეთის ოთხი სოფელი მკაცრ საკარანტინე ზონად არის გამოცხადებული. ადგილზე 9 სპეციალური გამშვები პუნქტია მოწყობილი და ყველა შემსვლელსა და გამომსვლელს ტემპერატურას უმოწმებენ.

როგორც მედიკოსები აცხადებენ, ტემპერატურა არავის დაფიქსირებია.

„არც ერთს არ დაფიქსირებია ტემპერატურა. ქრონიკული პაციენტებისთვის ამოგვაქვს მედიკამენტები, რადგან ხალხს არ მოუწიოს რეცეპტისთვის ქალაქში ჩამოსვლა“, - აცხადებს მედიკოსი.

დისტრიბუტორების თქმით, კი მოსახლეობის პროდუქტებით მომარაგება გრძელდება.

„კარტოფილია, ხახვია, ნიორია, რომ ხალხი არ დარჩეს ულუკმაპუროდ. დისტანცია უნდა დავიცვათ. გვაქვს ლენტები, რომ ახლოს არ მოვიდეს ხალხი“, - აცხადებს დისტრიბუტორი.

ბათუმის კლინიკა მედალფაში კი 25 პაციენტი იმყოფება. უმეტესობა ქობულეთის ე.წ. კლასტერიდანაა. გარდა ამისა, ელოდებიან 65 მოქალაქის პასუხს.

„25 პაციენტიდან 23-ზე დადასტურებული შემთხვევაა. აქედან 19-ში პნევმონიაა. ერთი ფილტვის ხელოვნურ ვენტილაციაზეა, ერთი კი რენიმაციაშია. გარდა ამისა, ორი მედპერსონალია და მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია“, - აცხადებს მედალფას წარმოამდგენელი.

ქობულეთის 4 სოფელში მკაცრი კარანტინია გამოცხადებული. 9 გამშვებ პუნქტს კი საქართველოს შეიარაღებული ძალები აკონტროლებენ. 


close დახურვა