logo
ENG



ბათუმის სამშობიარო სახლის თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა

09 სექ 202011:06
3 წუთის საკითხავი
 

ბათუმის სამშობიარო სახლის თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა რუსუდან შავიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ამ დროისთვის სამშობიაროში არც ერთი მელოგინე და ახალშობილი არ ჰყავთ.

"ეს არ გახლავთ ახალი კლასტერი, ეს არის დონასთან აფილირებული შემთხვევა, რომელსაც მიემატა ახალი შემთხვევა. სამშობიაროში ამ დროისთვის არ არის არც ერთი მელოგინე და ახალშობილი, ამიტომ სამშობიარო არ ფუნქციონირებს თავისი დანიშნულების მიხედვით და მხოლოდ იყვნენ თანამშრომლები. ახლა მიდის ორგანიზებულად ტესტირება", - განაცხადა შავიშვილმა. 

დღეს, 9 სექტემბერს საქართველოში გამოვლენილი 44 ახალი შემთხვევიდან 25 აჭარას უკავშირდება. 


close დახურვა