logo

ბათუმის ქუჩების სადეზინფექციო საშუალებებით მორეცხვა გრძელდება

09 აპრ 202011:49
3 წუთის საკითხავი
clock 149

კორონავირუსის გავრცელების პრევენციისა და მოქალაქეთა უსაფრთხოების მიზნით, ბათუმის ქუჩების სადეზინფექციო საშუალებებით მორეცხვა გრძელდება.

ბათუმის მერიის ცნობით, სადეზინფექციო სამუშაოები უკვე ჩატარდა ქალაქის გარკვეულ ნაწილში.

ამ ეტაპზე მოირეცხება და სადეზინფექციო საშუალებით დამუშავდება გორგილაძის, ბარათაშვილის, ჭავჭავაძისა და წერეთლის ქუჩები, როგორც გზის სავალი ნაწილი, ასევე ტროტუარებიც. სამუშაოები სპეცტექნიკის საშუალებით ხორციელდება.

მერიის ცნობით, ქუჩების მორეცხვა და დეზინფექცია ეტაპობრივად გაგრძელდება და ყველა ქუჩას მოიცავს.

close დახურვა