logo
ENG



ბათუმში, ნანგრევებიდან ამოყვანილი მეორე ადამიანის მდგომარეობა მძიმეა

08 ოქტ 202123:47
3 წუთის საკითხავი
 

ბათუმის საავადმყოფოს ექიმის ინფორმაციით, კორპუსის ნანგრევებიდან ამოყვანილი მეორე ადამიანის მდგომარეობა მძიმეა. 

როგორც ექიმმა აღნიშნა, კაცს აქვს მრავლობითი დაზიანებები და ტრავმული შოკი. მას დამატებითი კვლევები უტარდება. 

"აღენიშნება სხეულის ზოგადი დაჟეჟილობები. გულ-მკერდის დახურული ტრავმა. პაციენტს ახლა უტარდება დამატებითი კვლევები. გონზე იყო პაციენტი. აღენიშნებოდა ტკივილი ქვედა მარცხენა კიდურში და ზოგადად სხეულში. მისი მდგომარეობა არის მძიმე. აქვს ტრავმული შოკი", - ამბობენ საავადმყოფოში. 

მაშველებმა ნანგრევებიდან ჯერ ახალგაზრდა ქალი ამოიყვანეს. ის კლინიკაშია გადაყვანილი და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. შემდეგ სამძებრო-სამაშველო ოპერაციის შედეგად, კიდევ ერთი კაცის ამოყვანა მოხერხდა. 

დღეს ბათუმში 26 მაისის ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსის ნაწილი ჩამოინგრა.  ნანგრევებში მოყოლილი მანქანიდან მცირეწლოვანი ბავშვი ამოიყვანეს. გარდა ამისა, კორპუსის ნანგრევებიდან ჩვილი ბავშვიც გადაარჩინეს.

შინაგან საქმეთა მინისტრის ვახტანგ გომელაურის განცხადებით, ბათუმის კორპუსის ნანგრევებში კიდევ დაახლოებით 10-15 ადამიანია მოყოლილი, თუმცა ეს ინფორმაცია დაუზუსტებელია.


close დახურვა