ბათუმელების ინფორმაციით, ბათუმში, ერთ-ერთ სათარჯიმნო ბიუროში მისულმა რუსეთის მოქალაქეებმა იქ გაკრული უკრაინის დროშა ჩამოხიეს და თანამშრომელს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.
როგორც ერთ-ერთი თანამშრომელი ელენე ხაჯიშვილი აცხადებს, რუსეთის მოქალაქეების გაღიზიანება გამოიწვია ბიუროში არსებულმა წარწერამ, რომელიც რუსულ გემს უკავშირდებოდა. მათ დაიწყეს ბიუროს თანამშრომლებთან ჩხუბი.
ხაჯიშვილი ამბობს, რომ მის თანამშრომელს ინციდენტის ასახვა უნდოდა და ვიდეოს გადაღება დაიწყო, რა დროსაც მას ერთ-ერთი ქალი ფიზიკურად შეეხე: "დაარტყა", რის შემდეგაც ადგილზე პოლიცია გამოიძახეს.
"ჯერ დაგვემუქრნენ, უნდა გიჩივლოთ, დაგვიწერეთ თქვენი სახელი და გვარი რომ გიჩივლოთო. ჩხუბი უნდოდათ, მაგრამ ჩვენ არ ავყევით. მე სახელი და გვარიც დავუწერე – წადით და მიჩივლეთ-მეთქი. ეს არ მოეწონათ და დაიწყეს დროშის ჩამოხევა", - ამბობს ელენე ხაჯიშვილი ბათუმელებთან საუბარში.
ფორმულა შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა და უწყების პასუხს მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.