logo
ENG



ბათუმში აქციაზე დაკავებული 26 პირი 1000-1000 ლარით დააჯარიმეს

28 მაი 202017:26
3 წუთის საკითხავი
 
g4ctfbrb8rofhfi.png

ბათუმში საპროტესტო აქციაზე დაკავებული პირების სასამართლო პროცესი დასრულდა.

30 დაკავებულიდან 26-ს სასამართლომ 1000-ლარიანი ჯარიმა დააკისრა, 2 გაფრთხილების საფუძველზე გაათავისუფლა, ხოლო კიდევ ორი პირის პროცესი გადაიდო.

გუშინ აჭარის მთავრობის წინ დაწყებული აქცია, რომელიც ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა, დაკავებებით დასრულდა. აქციაზე, სადაც ადამიანები პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებული ორი პირის გათავისუფლებას მოითხოვდნენ, სამართალდამცველებმა 30 პირი დააკავეს.

მოგვიანებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაასაჯაროვა კადრები, სადაც, მათი განმარტებით, ასახულია ხულიგნობის ფაქტი, რის საფუძველზეც მიმდინარე წლის 7 მაისს ის პირები აიყვანეს, რომლის გათავისუფლებასაც აქციის მონაწილეები გუშინ ითხოვდნენ.

აქციის მონაწილეები დაკავებული პირების გათავისუფლებას ელოდებიან. მათი განცხადებით საპროტესტო აქციები არ შეწყდება მანამ, სანამ ელდარ ანთაძეს და რევაზ წულუკიძეს არ გაათავისუფლებენ.


close დახურვა