logo
ENG



ბათუმში ელიტ ელექტრონიქსის თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა

10 სექ 202012:11
3 წუთის საკითხავი
 
ბათუმში ელიტ ელექტრონიქსის თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა

აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელის, რუსუდან შავიშვილის ინფორმაციით, ბათუმში ელიტ ელექტრონიქსის თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, ინფიცირების წყარო უცნობია. მისივე ინფორმაციით, კორონავირუსი დაუდასტურდა სახელოვნებო სკოლის მასწავლებელსაც, რომლის წყაროც ასევე უცნობია. 

ბათუმში გასული 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 27 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, მათგან 16-ის წყარო უცნობია, ნაწილი კი საკონდიტრო დონას, ე.წ. ხოფის ბაზრობას, სამშობიარო სახლსა და უკვე დადასტურებულ შემთხვევებს უკავშირდება.


close დახურვა