ბათუმში კორონავირუსით 54 წლის ქალი და მისი 31 წლის შვილი გარდაიცვალნენ.
დედა გუშინ, 27 აგვისტოს გარდაიცვალა, დღეს კი მისი 31 წლის შვილი დაიღუპა.
ისინი კლინიკა ბაუმში 30 ივლისს მოათავსეს.
კორონავირუსმა მათ ფილტვები დაუზიანა.
ისინი რეანიმაციულ განყოფილებაში, მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდნენ, თუმცა, ექიმებმა მათი გადარჩენა ვერ შეძლეს.
კორონავირუსის გართულებებისგან და სიკვდილისგან აცრა იცავს.
ის უსაფრთხოა ორსულებისთვისაც.
საქართველოში ამ ეტაპზე 3 დასახელების ვაქცინაა ხელმისაწვდომი: ფაიზერი, სინოვაკი და ასტრასზენეკა 45+ ასაკის ადამიანებისთვის. სინოფარმზე კი მხოლოდ მეორე დოზაზე შეიძლება რეგისტრაცია.
- აცრაზე დასარეგისტრირებლად გამოიყენეთ ბმული: booking.moh.gov.ge
- რეგისტრაცია ასევე შესაძლებელია იუსტიციის სახლებში.
- აცრა კეთდება რეგისტრაციის გარეშე, ცოცხალი რიგითაც.
ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსისგან 74 ადამიანი გარდაიცვალა.
პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 7 175 პირი ემსხვერპლა.