logo
ENG



ბაიდენის თქმით, ამერიკული იარაღი მოსკოვზე, კრემლზე დარტყმებისთვის გამოყენებული არ იქნება

06 ივნ 202418:35
3 წუთის საკითხავი
 
2024/06/06/uilojkfo6s07h65.jpg

აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ამბობს, რომ უკრაინისთვის მიწოდებული იარაღი მოსკოვსა და კრემლზე დარტყმებისთვის გამოყენებული არ იქნება. ამის შესახებ მან ABC News-თან ინტერვიუს დროს ისაუბრა.

ჟურნალისტმა დევიდ მიურმა ბაიდენს ჰკითხა, უკვე გამოიყენეს თუ არა ამერიკული წარმოების იარაღი მას შემდეგ, რაც მან მისი გამოყენების ნებართვა გასცა, როდესაც მისი გამოყენების არეალი რუსეთის მიერ ოკუპირებული ხარკივის ოლქის ახლო ტერიტორიით შეზღუდა. როგორც ABC News წერს, პრეზიდენტს პირდაპირ არ უპასუხია, მაგრამ მკაფიოდ აღნიშნა, რომ მისი გამოყენება რუსეთის დედაქალაქსა და კრემლზე დაშვებული არ იქნება.

"მათი გამოყენება დაშვებულია მხოლოდ საზღვრის მახლობლად. ჩვენ არ ვაძლევთ ავტორიზაციას რუსეთში, 200 მილის სიღრმეში დარტყმებზე და არც მოსკოვსა და კრემლის მიმართულებით დარტყმებზე", - თქვა ბაიდენმა.

მიურმა ასევე კითხვა დასვა პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის განცხადებასთან დაკავშირებით, რომ უკრაინისთვის იარაღის მიწოდება, ომში მონაწილეობას ნიშნავს.

"40 წელია მას ვიცნობ.  უკვე 40 წელია მაშფოთებს. ის არაა წესიერი ადამიანი. ის დიქტატორია და ყველანაირად ცდილობს ქვეყანა შეინარჩუნოს, ამავე დროს კი შეტევას აგრძელებს. არ ვსაუბრობთ იარაღის მიწოდებაზე იმისათვის, რომ მოსკოვს დაარტყან, კრემლს დაარტყან, არამედ მხოლოდ საზღვრის გადაღმა დარტყმაზე, სადაც ისინი მძიმე ცეცხლის ქვეშ არიან ჩვეულებრივი იარაღის გამოყენებით, რომელსაც რუსები იყენებენ უკრაინაში შეჭრისა და უკრაინელების მოსაკლავად", - თქვა ბაიდენმა.


close დახურვა