logo
ENG



ბაიდენი: პუტინმა უკრაინის დაპყრობის გადაწყვეტილება მიიღო, მიზანში კიევს ამოიღებენ

19 თებ 202202:12
3 წუთის საკითხავი
 
ბაიდენი: პუტინმა უკრაინის დაპყრობის გადაწყვეტილება მიიღო, მიზანში კიევს ამოიღებენ

აშშ–ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ამბობს, რომ ის დარწმუნებულია, რომ ვლადიმერ პუტინმა უკრაინის დაპყრობის გადაწყვეტილება მიიღო. ის ამბობს, რომ რუსეთი ამას მომდევნო კვირაში გეგმავს.

"ამ მომენტიდან მე დარწმუნებული ვარ, რომ მას გადაწყვეტილება მიღებული აქვს. ჩვენ გვჯერა, რომ ისინი მიზანში კიევს ამოიღებენ." – თქვა ჯო ბაიდენმა პრესკონფერენციაზე. 

ბაიდენმა დაამატა, რომ დიპლომატია ყოველთვის არის გზა.

ჯო ბაიდენის თქმით თუ რუსეთი სამხედრო კონფლიქტის გზას აირჩევს, სანქციებს დაუწესებენ. ბაიდენის თქმითვე, რუსეთს კვლავ აქვს დრო აირჩიოს საკითხის დიპლომატიურად მოგვარება. 

აშშ–ის პრეზიდენტი ამბობს, რომ თუ რუსეთი უკრაინაში შეიჭრება აშშ და მისი მოკავშირეები უკრაინაში ჯარების გაგზავნას არ აპირებენ, თუმცა უკრაინის მხარდაჭერას გააგრძელებენ.

ბაიდენმა თქვა, რომ ენტონი ბლინკენი და სერგეი ლავროვი 24 თებერვალს ევროპაში შეხვდებიან.

"თუ ამ შეხვედრის თარიღამდე რუსეთი სამხედრო მოქმედებებს განახორციელებს, ნათელი იქნება რომ მათ დიპლომატიას კარი დაუკეტეს"– თქვა ჯო ბაიდენმა.

ბაიდენის თქმით, რუსეთის მხრიდან პროვოკაციები, ომის პრეტექსტები და სცენარებია, რომელიც კარგად ნაცნობია. აშშ–ის პრეზიდენტი ამბობს, რომ რუსეთი ცრუ ინფორმაციებს, მათ შორის იმას, რომ უკრაინა თითქოს გეგმავს დონბასზე თავდასხმას, უკრაინაზე თავდასხმის გასამართლებლად გამოიყენებს.


close დახურვა