აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის განცხადებით, რუსეთის კომენტარები შესაძლო ბირთვულ ომზე "უპასუხისმგებლოა".
როგორც ბაიდენმა გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, "არავინ უნდა აკეთებდეს უაზრო კომენტარებს ბირთვული იარაღის გამოყენებაზე".
ბაიდენი ასევე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის განცხადებას გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც, "ბირთვული იარაღის საფრთხე რეალურია" - აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, ასეთი ტიპის კომენტარები რუსეთის უკრაინაში მარცხზე მიანიშნებს. ბაიდენი ამბობს, რომ რუსეთი იძულებულია თავის მოქალაქეებს უთხრას, რომ აშშ და ნატო მათ ტანკებს ბომბავენ, რათა მარცხი გაამართლოს.
რაც შეეხება რუსეთის, შესაძლო, აგრესიას ნატოსა და მისი მოკავშირეების წინააღმდეგ, ბაიდენის თქმით, "რაც არ უნდა გააკეთოს რუსეთმა, აშშ მზად არის".