logo
ENG



ბაიდენი: რუსეთმა ომი უკვე წააგო, რადგან თავის პირვანდელ მიზანს ვერ მიაღწია

19 აგვ 202311:17
3 წუთის საკითხავი
 
2023/08/19/f4sybei877r9re2.jpg

აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის განცხადებით, რუსეთმა უკრაინაში ომი უკვე წააგო, რადგან თავის პირვანდელ მიზანს ვერ მიაღწია.

"რუსეთმა უკვე წააგო, რადგან თავის პირვანდელ მიზანს ვერ მიაღწია. ეს შეუძლებელია", - ამბობს აშშ-ის პრეზიდენტი.

ბაიდენი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის არგუმენტაციას უკრაინაში შეჭრის შესახებ "სასაცილოს" უწოდებს. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა იაპონიისა და სამხრეთ კორეის ლიდერებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.  

უკრაინის ცნობით, ომის დაწყებიდან დღემდე, აშშ-მა უკრაინისთვის 41 მილიარდ დოლარზე მეტი გამოყო.


close დახურვა