აშშ-ს პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა NATO-ს საგანგებო სამიტის შემდეგ ბრიუსელში გამართული პრესკონფერენციისას დასავლეთის ქვეყნებს მოუწოდა, დარჩნენ ერთიანები რუსეთის მიმართ.
"NATO არასოდეს ყოფილა ისეთი ერთიანი, როგორც დღეს არის. პუტინი იღებს იმის საპირისპიროს, რასაც უკრაინაში შესვლის შედეგად გეგმავდა", - თქვა მან თავის გამოსვლაში.
მას, ასევე ჰკითხეს, შეაკავებს თუ არა სანქციები პუტინს, რაზეც ბაიდენმა თქვა, რომ ყველაზე მნიშვნელოვანია, ისინი შენარჩუნებული იყოს.
"სანქციების შენარჩუნება - ტკივილის გაზრდა - დარწმუნებული უნდა იყოს, რომ ერთი თვის შემდეგ ჩვენ გავაგრძელებთ იმას, რასაც ვაკეთებთ. სწორედ ეს შეაჩერებს მას.
ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ ჩვენ ვიყოთ ერთიანი და მსოფლიომ ყურადღება გაამახვილოს იმაზე, რამდენად სასტიკია [პუტინი]", - თქვა ბაიდენმა.