logo
ENG



ბაიდენმა რუსეთის წინააღმდეგ 500-ზე მეტი ახალი სანქცია გამოაცხადა

23 თებ 202416:25
3 წუთის საკითხავი
 
2024/02/23/82e8749d5t5m9t3.jpg

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა უკრაინაში მიმდინარე ომისა და ალექსეი ნავალნის დაღუპვის გამო რუსეთის წინააღმდეგ 500-ზე მეტი ახალი სანქცია გამოაცხადა.

"სანქციების სამიზნეს წარმოადგენს ალექსეი ნავალნის პატიმრობასთან დაკავშირებული ადამიანები, ასევე რუსეთის ფინანსური სექტორი, თავდაცვის ინდუსტრიული ბაზა და შესყიდვის ქსელები.

სანქციები უზრუნველყოფენ, რომ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა კიდევ უფრო მკაცრი ფასი გადაიხადოს აგრესიისთვის რუსეთის საზღვრებს გარეთ და რეპრესიებისთვის რუსეთში", - განაცხადა ბაიდენმა.

ბაიდენის თქმით, ახალი სანქციების სამიზნე არის ასევე 100-მდე ორგანიზაცია, რომლებიც რუსეთის ომის მანქანას მხარდაჭერას უწევენ.


close დახურვა