შეერთებული შტატების ლიდერი თამამად უწოდებს უკრაინაში მიმდინარე პროცესს გენოციდს. საქართველოს ხელისუფლებას კი უჭირს ამის გადაჭრით თქმა. ზოგიერთმა გაბედა და გამოიყენა ეს სიტყვა, მაგრამ მათ რიგებში არ არის პარტიის თავმჯდომარე. ირაკლი კობახიძე უკრაინისგან დამატებით მტკიცებულებებს ელოდება და მანამდე გენოციდის შესახებ საუბარს არ აპირებს.