logo
ENG



ბაირაქტარის დრონების მწარმოებელი კომპანიის ცნობით, მათი ქარხანა უკრაინაში 2 წელში გაიხსნება

28 ოქტ 202212:08
3 წუთის საკითხავი
 
2022/10/28/4nb5x6igx4ojauv.jpg

თურქეთის თავდაცვითმა კომპანია ბაიქარმა, რომელიც ცნობილ ბაირაქტარის დრონებს ამზადებს, განაცხადა რომ უკრაინაში საწარმოს აშენება 2 წელში დასრულდება. 

ამის შესახებ კომპანიის აღმასრულებელმა დირექტრორმა, ჰალუკ ბაირაქტარმა ისაუბრა. 

თურქეთსა და უკრაინას შორის შეთანხმების მიხედვით, რომელიც უკრაინაში რუსეთის შეჭრამდე დაიდო, კომპანია ბაიქარი დათანხმდა, რომ უკრაინაში მისი საწარმო გაიხსნება. 

ჰალუკ ბაირაქტარმა Reuters-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ რუსეთის შეჭრის შედეგად შექმნილი დაბრკოლებების მიუხედავად საწარმოს აშენების გეგმები წინ მიიწევს. 

“ახლა ჩვენ გვაქვს არქიტექტურული დიზაინი. დეტალური დიზაინის ფაზა დასრულდა. და ჩვენ უკვე მშენებლობაზე გადავათ. ჩვენ 2 წელში გვსურს მისი დასრულება” - განაცხადა ბაირაქტარმა.

ბაიქარის მიერ წარმოებულმა ბაირაქტარ TB2 დრონებმა, რომლებიც კომპანიამ უკრაინას გადასცა, მნიშვნელოვანი როლი შეასრულეს უკრაინაში რუსული ტანკებისა და საზენიტო სისტემების განადგურებაში, განსაკუთრებით ომის დასაწყისში. 

ივნისში კომპანია Baykar-მა უკრაინას უფასოდ გადასცა სამი უპილოტო საფრენი აპარატი Bayraktar ТВ2-ს, რომლისთვისაც უკრაინელები ფულს აგროვებდნენ.

სექტემბერში უკრაინის პრეზიდენტი თურქული კომპანია ბაირაქტარის გენერალურ დირექტორს შეხვდა. ვოლოდიმირ ზელენსკიმ  მაღალი შეფასება მისცა ბაირაქტარისა და მისი კომპანიის წვლილს აგრესორის წინააღმდეგ ბრძოლაში და მას დამსახურებისთვის პირველი ხარისხის ორდენი გადასცა. 


close დახურვა