logo
ENG



ბაქოში რუსული მედიის ფილიალის, Sputnik Azerbaijan-ის დირექტორი და 1 თანამშრომელი დააკავეს

30 ივნ 202517:35
3 წუთის საკითხავი
 
2025/06/30/2m9z2ixiw6jvi7q.png

ბაქოში პოლიციამ რუსული პროპაგანდისტული მედია Rossiya Segodnya-ს ადგილობრივი ფილიალის Sputnik Azerbaijan-ის დირექტორი და კიდევ ერთი თანამშრომელი დააკავა.

ინფორმაციას ამის შესახებ აზერბაიჯანული მედიასაშუალებები ქვეყნის შსს-ზე დაყრდნობით ავრცელებენ.

მათივე ცნობით, დაკავებულები არიან დირექტორი იგორ კარტავიხი და თანამშრომელი ევგენი ბელუსოვი.

ცნობისთვის, რუსული პროპაგანდისტული მედიის აზერბაიჯანულ ფილიალში პოლიცია დღეს დილით შევიდა.

ცნობილია, რომ Sputnik Azerbaijan-ს საქმიანობა ოფიციალურად თებერვალში შეუჩერდა, თუმცა სააგენტო მაინც განაგრძობდა ფუნქციონირებას.


close დახურვა