logo
ENG



ბაჩალიაშვილის ლეპტოპს ექსპერტიზა დღეს სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროში ჩაუტარდება

04 აგვ 202008:45
3 წუთის საკითხავი
 

გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის კუთვნილი ლეპტოპის ექსპერტიზა დღეს ლევან სამხარაულის სახელობის ეროვნული ექსპერტიზის ბიუროში 11 საათზე დაიწყება.

ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატი მიხეილ რამიშვილი „ფორმულა ნიუსთან“ საუბრისას აღნიშნავს, რომ მის მიერ მოწვეულ ექსპერტებთან დაკავშირებით მოლოდინის რეჟიმშია. ავტომობილთან დაკავშირებით კი, გარკვეული საკითხებია მოსაგვარებელი, ამიტომ უცნობია თუ როდის ჩაუტარდება ავტომანქანას ექსპერტიზა.

„ვნახავთ რა მდგომარეობაა, რა პროცედურა მიმდინარეობს. ალბათ დღეს დასრულდება კომპიუტერის ექსპერტიზა. ავტომობილზე ვნახავთ რაღაც საკითხებია მოსაგვარებელი. ველოდებით პასუხს ჩემს მიერ მოწვეულ ექსპერტებთან დაკავშირებით.

დიაგნოსტიკური აპარატი, რომელიც მე მინდოდა ჩართულიყო, თუ იქნება წარმოდგენილი კარგი იქნება, თუ არადა რაც არის საქართველოში იმ დიაგნოსტიკური აპარატით იქნება ჩატარებული ავტომობილის დიაგნოსტიკა“, - განაცხადა მიხეილ რამიშვილმა.

შეგახსენებთ, 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი 5-დღიანი ძებნის შემდეგ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ტყეში გარდაცვლილი იპოვეს. ბაჩალიაშვილის საქმეზე გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლებით მიმდინარეობს.

29 ივლისს თამარ ბაჩალიაშვილის საქმე, შინაგან საქმეთა მინისტრის გადაწყვეტილებით, თბილისის ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტს გადაეცა. 


close დახურვა