logo
ENG



ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატი საელჩოებს მიმართავს და მისი ოჯახის დაცვისკენ მოუწოდებს

13 აგვ 202017:55
3 წუთის საკითხავი
clock 515
ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატი საელჩოებს მიმართავს და მისი ოჯახის დაცვისკენ მოუწოდებს

გარდაცვლილ თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატი მიხეილ რამიშვილი აცხადებს, რომ ემუქრებიან.

როგორც რამიშვილმა ფორმულას გადაცემა "კომენტარში" განაცხადა, მას არ ეშინია, მხოლოდ ოჯახის წევრების უსაფრთხოება ადარდებს.

"არავის არ მეშინია და არც მინდა, მივმართო ადამიანებს, ვისაც შეუძლიათ, გამოიჩინონ კომპეტენცია დაცვის. მინდა, მივმართო საელჩოებს, უსაფრთხოება რომ იყოს არა ჩემი თავის მიმართ, მე ჩემს თავს როგორღაც მივხედავ და დავიცავ ყველასგან დამოუკიდებლად, უბრალოდ ჩემი ოჯახის წევრების მიმართ, იმიტომ, რომ მყავს საკმაოდ კარგი ოჯახი და უბრალოდ დაცული რომ იყვნენ", - თქვა რამიშვილმა.

ის ფიქრობს, რომ ვინც მას ემუქრება, "მწვანე აქვს ანთებული" და დაზღვეულია. რამიშვილი არ აკონკრეტებს, ვისგან შეიძლება იღებდეს მუქარას. 


close დახურვა