logo
ENG



ბელარუსში საპროტესტო აქციაზე 100-ზე მეტი ადამიანი დააკავეს

06 სექ 202023:59
3 წუთის საკითხავი
 
cfu40zkumr8nnjc.jpg

6 სექტემბერს, ბელარუსის სხვადასხვა ქალაქში მორიგი ფართომასშტაბიანი აქცია გაიმართა.

როგორც ადგილობრივი მედია იუწყება, მინსკში თავისუფლების მოედანზე დღეს ასი ათასობით მომიტინგე გამოვიდა. დედაქალაქში აქცია დაკავებებით დასრულდა, TUT.BY-ის ინფორმაციით,  აქციაზე 100-ზე მეტი პირი დააკავეს. ქალაქ გორდონში კი აქციის დასაშლელად სამართალდამცველებმა ცრემლმდენი გაზი გამოიყენეს.

უკვე 29-ე დღეა ბელარუსში საპროტესტო აქციები მიმდინარეობს. მოსახლეობა არჩევნების შედეგებს აპროტესტებს. არჩევნების შედეგები თავისუფალი სამყაროს არც ერთ სახელმწიფოს არ უღიარებია.

ევროპული საბჭოს სხდომაზე არჩევნების შედეგები არ ცნო ევროკავშირის წევრმა არც ერთმა ქვეყანამ. ევროკავშირი პერსონალურ სანქციებს გეგმავს იმ პირების წინააღმდეგ, რომლებიც ძალადობაზე, რეპრესიებსა და არჩევნების გაყალბებაზე არიან პასუხისმგებელნი. 

ცესკოს პირველადი მონაცემებით, ლუკაშენკომ არჩევნებზე 80.23% მოიპოვა. ლუკაშენკოს მთავარმა ოპონენტმა, სვეტლანა ტიხანოვსკაიამ 10%-ის მოპოვება შეძლო. 

ეგზიტპოლის გამოქვეყნების შემდეგ, მოსახლეობა გარეთ გამოვიდა. ისინი პირველად შედეგებს აპროტესტებდნენ. ანტისამთავრობო აქციაზე მომიტინგეებს სპეცრაზმი დაუპირისპირდა, რა დროსაც ათობით ადამიანი დაშავდა. მას შემდეგ ბელარუსში ლუკაშენკოს საწინააღმდეგო აქციები არ წყდება.

მომიტინგეები ამბობენ, რომ არჩევნები გაყალბებულია და ლუკაშენკოს გადადგომას ითხოვენ. ანტისამთავრობო აქციებზე მიღებული დაზიანებების შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა, ათასობით კი დააკავეს.

 


close დახურვა