ბელგიამ ფინეთისა და შვედეთის NATO-ში გაწევრიანებას მხარი ოფიციალურად დაუჭირა. ბელგიის პარლამენტმა ალიანსის წევრობის მსურველი ქვეყნების რატიფიკაციის პროცედურა დაასრულა. ინფორმაციას ბელგიის საგარეო საქმეთა მინისტრი აჯა ლაბიბი.
„ოფიციალურად! ბელგიამ დაასრულა ფინეთისა და შვედეთის NATO-ში გაწევრიანების რატიფიკაციის პროცედურა. ჩვენი ქვეყანა პატივს სცემს საკუთარ საერთაშორისო ვალდებულებებს, რათა უზრუნველვყოთ ჩვენი უსაფრთხოება და დავიცვათ ჩვენი თავისუფლება და დემოკრატია“ - ტვიტერზე წერს ბელგიის საგარეო მინისტრი.
It is official ! Belgium has completed the ratification procedure for the accession of Finland and Sweden to @NATO. Our country respects its international commitments to ensure our #security, defend our #freedom and #democracy. @DedonderLudivin pic.twitter.com/9pY0AqmGDZ
ფინეთმა და შვედეთმა უკრაინაში რუსეთის აგრესიის ფონზე NATO-ს წევრობის განაცხადი მაისში გააკეთეს.
NATO-მ ფინეთი და შვედეთი ფორმალურად 29 ივნისს მიიწვია, რომ გახდნენ ალიანსის წევრები. NATO-ს გენერალურმა მდივანმა განაცხადა, რომ ელის, რომ 30 წევრი ქვეყნის პარლამენტებში რატიფიკაციის პროცესი შედარებით სწრაფად ჩაივლის, რადგან მოკავშირეები მზად არიან, ეს პროცესი რაც შეიძლება დააჩქარონ.
თურქეთი ფინეთისა და შვედეთის NATO-ში გაწევრიანებას ეწინააღმდეგებოდა. პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი ამბობდა, რომ ანკარა ამ მიესალმებოდა "ტერორიზმის მხარდამჭერი ქვეყნების" NATO-ში შესვლას. თუმცა 28 ივნისს ფინეთის პრეზიდენტმა, საული ნიინისტემ განაცხადა, რომ თურქეთი დათანხმდა მხარი დაუჭიროს ფინეთისა და შვედეთის NATO-ში გაწევრიანებას.
იმისთვის, რომ ქვეყნები NATO-ში მიიღონ, მათი ოფიციალური განაცხადის გაკეთების შემდეგ ალიანსის ყველა ქვეყნის პარლამენტმა უნდა დაამტკიცოს მათი წევრობა. ეს შესაძლოა 4 თვიდან 1 წლამდე პერიოდი გაგრძელდეს, ხანგრძლივობა თითოეულ ქვეყანაში ბიუროკრატიულ პროცესებზეა დამოკიდებული.