თბილისის ინფექციური საავადმყოფოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი გიორგი ბერიძე აცხადებს, რომ გენერალურ დირექტორ თენგიზ ცერცვაძეს პარლამენტში მოხვედრის სურვილი არასდროს ჰქონია.
ამასთან, როგორც ბერიძემ აღნიშნა, ცერცვაძე ქართული ოცნების აქტიურ მხარდამჭერად რჩება.
"გარდა ამისა, ბატონი თენგიზისგან მე მაქვს ინფორმაცია, რომ ის რჩებოდა და რჩება მმართველი პარტიის, ქართული ოცნების აქტიურ მხარდამჭერად. დარწმუნებით შემიძლია გითხრათ, თენგიზ ცერცვაძეს არც არასდროს ჰქონია სურვილი, ყოველი შემთხვევისთვის ამ მოწვევის პარლამენტში, რომ მოხვედრილიყო პარლამენტში და თუნდაც დაეკავებინა მაგალითად პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა", - განაცხადა გიორგი ბერიძემ.
დღეს, 1 ოქტომბერს, გავრცელდა ინფორმაცია, რომ ინფექციური საავადმყოფოს გენერალური დირექტორი თენგიზ ცერცვაძე თანამდებობას ტოვებდა. ამასთან დაკავშირებით საღამოს განცხადება ინფექციური საავადმყოფოს პრესსამსახურის უფროსმა, გიორგი ბერიძემ გააკეთა და აღნიშნა, რომ ცერცვაძე თანამდებობაზე რჩება.