logo
ENG



პრესსამსახური: თენგიზ ცერცვაძე თანამდებობას არ ტოვებს

01 ოქტ 202019:00
3 წუთის საკითხავი
 
პრესსამსახური: თენგიზ ცერცვაძე თანამდებობას არ ტოვებს

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს გენერალური დირექტორი, თენგიზ ცერცვაძე თანამდებობას არ ტოვებს. ამის შესახებ ცენტრის პრესსამსახურმა, გიორგი ბერიძემ ცოტა ხნის წინ განაცხადა. 

როგორც ბერიძემ აღნიშნა, თენგიზ ცერცვაძე მუშაობას ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს.  

„ამ დროისთვის ინფექციური საავადმყოფოს გენერალური დირექტორი თენგიზ ცერცვაძე რჩება თანამდებობაზე, აგრძელებს დაკისრებული მოვალეობის შესრულებას, მართავს კოვიდ ცხელების ცენტრებს და კლინიკებს. გარდა ამისა, მას დაგეგმილი აქვს ხვალ, აჭარის რეგიონში, ბათუმში ვიზიტი, სადაც ყველაზე მეტი კოვიდ ინფიცირებულია, რათა გუწიოს თავის გუნდთან ერთად კოლეგებს აჭარაში კონსულტაცია“, - განაცხადა გიორგი ბერიძემ.

მან ასევე აღნიშნა, რომ თენგიზ ცერცვაძე მმართველი პარტიის აქტიურ მხარდამჭერად რჩება.

„გარდა ამისა, ბატონი თენგიზისგან მე მაქვს ინფორმაცია, რომ ის რჩებოდა და რჩება მმართველი პარტიის, ქართული ოცნების აქტიურ მხარდამჭერად“, - განაცხადა ბერიძემ.

ცნობისთვის, მთელი დღის განმავლობაში მედიაში ვრცელდებოდა ინფორმაცია თენგიზ ცერცვაძის გადადგომის შესახებ. 

შეგახსენებთ, რომ თენგიზ ცერცვაძე ინფექციური საავადმყოფოს გენერალური დირექტორის თანამდებობას 2007 წლიდან იკავებს.

 


close დახურვა