მთავრობას შეღავათების ამოქმედებას და გადასახადების გადავადებას სთხოვენ გაკოტრებამდე მისული კომპანიები. მწარმოებლები და იმპორტიორები ხელისუფლებას აფრთხილებენ, რომ კოლაფსამდე მისული ბიზნესის დაგვიანებული დახმარება გაცილებით რთული იქნება.
ბიზნესსექტორის აზრით, უკვე ნათელია, რომ საგანგებო მდგომარეობის გაგრძელება მოსახლეობის ჯიბეს მძიმედ დაეტყობა.
საკარანტინო შეზღუდვებმა და გადაადგილების აკრძალვამ გამოუსწორებელი ზიანი მიაყენა ფერმერებს, დისტრიბუტორებს, სასურსათო ობიექტებს, - ზარალს ითვლის ის სექტორიც, რომლის მუშაობა საგანგებო პირობებში დაშვებულია.
მოქმედ სავაჭრო ობიექტებში დასაქმებულებს საქმიანობა მძიმე პირობებში უხდებათ.