ღმერთმა აცხონოს ალექსეი ნავალნის სული. ნამდვილად სამწუხაროა, როდესაც ახალგაზრდა ადამიანი ტყვეობაში იღუპება, მაგრამ ძალიან გთხოვთ, ქართველებს გვახსოვს, მისი გამარჯვების შემთხვევაში რა გველოდა - ისევ გველოდა აფხაზეთისა და სამხრეთ ოკუპაცია და ისევ რუსეთის ის იმპერიალისტური პოლიტიკა, რასაც საუკუნეებია, ეს ქვეყანა არ წყვეტს და არც შეწყვეტს. ეს ფეტიში რუსეთისადმი, პუტინისადმი, ყოველდღე რამდენჯერაც ახსენებთ ამ ადამიანებს. თავი დაგვანებეთ, არაერთხელ გთხოვეთ.