logo
ENG



ბლინკენის თქმით, ჯო ბაიდენი უკრაინაში აშშ-ს ელჩად ბრიჯიტ ბრინკის კანდიდატურას წარადგენს

25 აპრ 202216:37
3 წუთის საკითხავი
 
U.S Embassy, Slovakia

აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი უკრაინაში ელჩად ბრიჯიტ ბრინკის კანდიდატურას წარადგენს.

უკრაინაში ვიზიტის დროს ბლინკენმა აღნიშნა, რომ ბრინკს "სიღრმისეული გამოცდილება აქვს რეგიონში".

ბრინკი აშშ-ის ამჟამინდელი ელჩია სლოვაკეთში.

ბლინკენმა, ასევე განაცხადა, რომ ამერიკელი დიპლომატები უკრაინაში "მომავალი კვირიდან" დაბრუნდებიან.

"ისინი დაიწყებენ იმაზე მუშაობას, თუ როგორ გავხსნით საელჩოს კიევში, ვფიქრობ, ეს მოხდება რამდენიმე კვირაში. ჩვენ ამას შეგნებულად ვაკეთებთ. ფრთხილად ვაკეთებთ, უპირველეს ყოვლისა, ჩვენი პერსონალის უსაფრთხოების გათვალისწინებით", - თქვა მან. 

ამერიკის შეერთებულ შტატებს უკრაინაში მუდმივი ელჩი მარია იოვანოვიჩის შემდეგ არ ჰყოლია.

შეგახსენებთ, რომ 2018 წელს ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ საქართველოში აშშ-ის ელჩად ბრიჯიტ ბრინკის დანიშვნა განიხილებოდა. თუმცა გამოცემა Foreign Policy-ის ინფორმაციით ბრინკის კანდიდატურა ქართულმა ოცნებამ მიხეილ სააკაშვილისადმი მისი კეთილგანწყობის გამო არ მიიღო.


close დახურვა