logo
ENG



ბლინკენი: მხარს ვუჭერთ NATO-ს ღია კარს, თუმცა არსებობს გაწევრიანებისთვის აუცილებელი პროცესი

01 ოქტ 202211:38
3 წუთის საკითხავი
 

აშშ-ს სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადებით, აშშ მხარს უჭერს NATO-ს ღია კარს, მაგრამ არსებობს გაწევრიანებისთვის აუცილებელი პროცესი.

"NATO-სთან და უკრაინასთან დაკავშირებით ჩვენი პოზიცია არის და რჩება უცვლელი. ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს NATO-ს ღია კარს. ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს NATO-ში იმ ქვეყნების შეყვანას, რომლებიც გაწევრიანებას და ალიანსის გაძლიერებას ცდილობენ. გაწევრიანებისთვის აუცილებელი პროცესი არსებობს და ქვეყნები მხოლოდ ამ გზით შეძლებენ ალიანსში გაერთიანებას," - თქვა აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა.

გუშინ, 30 სექტემბერს, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინას NATO-ში დაჩქარებული წესით შესვლის შესახებ განაცხადი შეაქვს.

"დღეს უკრაინას შეაქვს განაცხადი, რომ ეს გახდეს დე იურე. პროცედურის თანახმად, რომელიც შეესაბამება ჩვენს ღირებულებას მთელი ჩვენი საზოგადოების დასაცავად. დაჩქარებული წესით," - განაცხადა ზელენსკიმ.  

პუტინმა და მარიონეტმა ლიდერებმა უკრაინის 4 რეგიონის: ხერსონის, ზაპოროჟიეს, დონეცკის და ლუჰანსკის რუსეთის შემადგენლობაში შესვლას ხელი გუშინ, 30 სექტემბერს მოაწერეს.

27 სექტემბერს, უკრაინაში რუსეთის მიერ ოკუპირებულ ოთხ ტერიტორიაზე, დონეცკში, ლუჰანსკში, ხერსონსა და ზაპორიჟიეში ე.წ. რეფერენდუმები დასრულდა. უკრაინა და დასავლეთი არალეგიტიმურ რეფერენდუმს არ აღიარებს. 


close დახურვა