logo
ENG



ბლინკენი ჩინეთში სი ძინპინს შეხვდა

19 ივნ 202315:02
3 წუთის საკითხავი
 
2023/06/19/x8n1n3s3omqppup.jpg

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპინს შეხვდა. ბლინკენი ჩინეთში გუშინ ჩავიდა.

მედიის ინფორმაციით, ბლინკენმა მოლაპარაკება სხვა მაღალჩინოსნებთანაც გამართა. ამასთან, ბლინკენი დიპლომატ ვან ისაც შეხვდა, მათი დიალოგი დაახლოებით სამ საათს გაგრძელდა.

ამასთან, ბოლო ხუთი წლის განმავლობაში, ბლინკენი პირველი სახელმწიფო მდივანია, ხოლო ჯო ბაიდენის თანამდებობაზე დანიშვნის შემდეგ, აშშ-ის უმაღლესი თანამდებობის პირი, ვინც ჩინეთში ჩავიდა.

მანამდე, ჩინეთში ვიზიტამდე რამდენიმე დღით ადრე, ბლინკენმა განაცხადა, რომ ის ჩინეთთან მყარი, რეგულარული კომუნიკაციის დამყარებას იმედოვნებს.


close დახურვა