logo

ბოკერია: ხელს არ ვაწერთ დოკუმენტს, რომელშიც ვადამდელის და პოლიტპატიმრების საკითხი ბუნდოვანია

16 აპრ 202118:03
3 წუთის საკითხავი
clock 231
ბოკერია: ხელს არ ვაწერთ დოკუმენტს, რომელშიც ვადამდელის და პოლიტპატიმრების საკითხი ბუნდოვანია

ევროპული საქართველოს თავმჯდომარე, გიგა ბოკერია აცხადებს, რომ კრისტიან დანიელსონის შეთავაზებულ დოკუმენტს პარტია ხელს არ მოწერს.

როგორც ბოკერიამ განმარტა, აღნიშნულ დოკუმენტში ოპოზიციისთვის მნიშვნელოვანი ორი საკითხი არაა სათანადოდ გადაჭრილი: არაა საუბარი არც ვადამდელი არჩევნებზე და პოლიტპატიმრების საკითხიც ბუნდოვანია. 

„გატყდა ქართული ოცნება წნეხით, მაგრამ ამით ვერ დაიწყება კრიზისის განმუხტვა. სამ პუნქტზე თანახმა ვართ ახლაც. ნებისმიერი შეთანხმება უნდა მოიცავდეს ვადამდელ არჩევნებზე ან პლებისციტზე შეთანხმებას. პოლიტპატიმრების საკითხი - მათ ათავისუფელებენ ახლავე? ეს კარგი ნაბიჯი იქნება, ვერ იქნება საკმარისი, მაგრამ აუცილებელი პირობაა განმუხტვისთვის.

მიშელის დოკუმენტში ვადამდელი არჩევნები არის ერთერთი პუნქტი, რაზეც შეთანხმება უნდა მოხდეს და შემდეგ მმართველი ძალის პოზიციის გამო მედიატორმა ეს საკითხი აღარ ასახა და ამიტომ იყო არასრულფასოვანი.

დოკუმენტის ვარიანტს, რომელიც ვადამდელ არჩევნებს არ შეიცავს და პოლიტპატიმრები ბუნდოვანია. რა თქმა უნდა, არ მოვაწერთ. ეს უკვე ვთქვით", - განაცხადა გიგა ბოკერია პალიტრანიუსის ეთერში.

შეგახსენებთ, ცოტა ხნის წინ არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, რომ მმართველი პაარტია კრისტიან დანიელსონის დოკუმენტს ხელს მოაწერს.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა, კრისტიან დანიელსონმა მედიაციის მიზნით გამართული მეორე ვიზიტი 31 მარტს კვლავ უშედეგოდ დაასრულა.

მის მიერ მხარეებისთვის შეთავაზებულ შეთანხმების დოკუმენტს არც ერთმა დეპუტატმა ხელი არ მოაწერა.

დოკუმენტში წარმოდგენილი იყო შემდეგი პუნქტები:

  • პოლიტიზებულ მართლმსაჯულებად აღქმულ საკითხებზე რეაგირება
  • ამბიციური საარჩევნო რეფორმა
  • კანონის უზენაესობა/სასამართლო რეფორმა
  • პარლამენტში ძალაუფლების განაწილება
  • მომავალი არჩევნები

ევროპარლამენტარებმა დანიელსონის მედიაციით მიმდინარე მოლაპარაკების წარუმატებლად დასრულების გამო იმედგაცრუება გამოთქვეს და პასუხისმგებლობა მონაწილე მხარეებს, განსაკუთრებით კი მმართველ პარტიას დააკისრეს.

იმის გამო, რომ მხარეებმა შეთანხმებას ვერ მიაღწიეს, ევროპარლამენტში საქართველოს საკითხებზე მომუშავე ევროპარლამენტარებმა საქართველოსთვის ევროკავშირის ფინანსური დახმარების შეჩერება და პირობითობის გაზრდა დააანონსეს.

close დახურვა