![ბოლნისში ავარიას 14 წლის მოზარდი ემსხვერპლა](/uploads/news/პოლიციის_ლენტი_შსს.jpg)
ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ კოლაგირში ავტოსაგზაო შემთხვევას 14 წლის მოზარდი ემსხვერპლა.
გავრცელებული ინფორმაციით, ქვეითად მოძრავ არასრულწლოვანს მაღალი სიჩქარით მიმავალი მანქანა დაეჯახა.
ფორმულას შინაგან საქმეთა სამინისტროში უთხრეს, რომ მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.