logo
ENG



ბოლო ერთი წლის განმავლობაში ისრაელში დღეს საპარლამენტო არჩევნები მესამედ იმართება

02 მარ 202010:38
3 წუთის საკითხავი
 

ბოლო ერთი წლის განმავლობაში ისრაელში დღეს საპარლამენტო არჩევნები მესამედ იმართება. გამარჯვებული პარტიები მთავრობის დაკომპლექტებას კიდევ ერთხელ შეეცდებიან, რისთვისაც 120-დან 61 მანდატის მოპოვება იქნება საჭირო.

საარჩევნო უბნები ადგილობრივი დროით დილის შვიდ საათზე გაიხსნა. ხმის მიცემა 22 საათამდე იქნება შესაძლებელი. არჩევნების დღეს საზოგადოებრივ წესრიგს ათასობით პოლიციელი იცავს. მთავარ კონკურენტებად პარტიები „ლიკუდი" და „კაჰოლ-ლავანი" განიხილებიან. 


close დახურვა