კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა იზრდება ბრაზილიაში. ქვეყანაში კოვიდინფიცირებულთა რიცხვმა უკვე მილიონს მიაღწია. ბოლო 24 საათის განმავლობაში 1200 ადამიანია გარდაცვლილი. სულ კი დაავადებას უკვე 50 ათასი ადამიანი ემსხვერპლა.
ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ინფიცირებულთა რაოდენობა ოფიციალურ მონაცემებზე გაცილებით მეტია, თუმცა არასაკმარისი ტესტების გამო, მათი გამოვლენა ვერ ხერხდება. ექსპერტების თქმით, ქვეყანას პიკისთვის ჯერ კიდევ არ მიუღწევია.