logo
ENG



ბოლო 24 საათში რუსული დაბომბვის შედეგად ხარკივის ოლქში 4 ადამიანი დაიღუპა, 9 კი დაშავდა

08 ივლ 202213:22
3 წუთის საკითხავი
 
2022/07/08/jhn45hvadi9iq3y.jpg

ხარკივის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ოლეგ სინეგუბოვის განცხადებით, ბოლო 24 საათში რუსული დაბომბვის შედეგად ხარკივის ოლქში 4 ადამიანი დაიღუპა, 9 კი დაშავდა.

სინეგუბოვის თქმით, გუშინ ღამით რუსულმა ძალებმა ჩუგუევსკისა და ცირკუნის რაიონები დაბომბეს, რამაც მშვიდობიანი მოქალაქეების სიცოცხლე იმსხვერპლა. ამასთან, ის აღნიშნავს, რომ დაბომბვის შედეგად საცხოვრებელი კორპუსები განადგურდა.

როგორც ხარკივის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი აღნიშნავს, რუსული ძალები უკრაინის რეგიონების დასაბომბად არტილერიასა და მრავალჯერად სარაკეტო სისტემებს იყენებენ.


close დახურვა