logo
ENG



ზელიმხან ხანგოშვილის ძმა: საწყენია, რომ ჩვენთვის გაცვლასთან დაკავშრებით არაფერი უთქვამთ

02 აგვ 202418:26
3 წუთის საკითხავი
 
2024/08/02/wkgygl2rfw2l1ui.jpg

ზელიმხან ხანგოშვილის ძმა, ზურაბ ხანგოშვილი რუსეთს, ბელარუსსა და დასავლეთის ქვეყნებს შორის პატიმრების ისტორიულ გაცვლას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მათი ოჯახისთვის გაცვლაზე არაფერი უკითხავთ.

"ჩემი ძმის მკვლელის სანაცვლოდ რამდენიმე ადამიანი გათავისუფლდა პუტინის რეჟიმის ხელიდან და, რა თქმა უნდა, წინააღმდეგები არ ვიქნებოდით, მაგრამ, საწყეენია, რომ ჩვენ, ოჯახის წევრებს არაფერი გვკითხეს. უსამართლობის განცდა მაქვს, რომ ამ გაცვლაში არ მოხვდნენ რუსეთის ციხეში მყოფი ქართველი და ჩეჩენი პოლიტპატიმრები", - წერს ზურაბ ხანგოშვილი.

ზურაბ ხანგოშვილი საქართველოს ხელისუფლებას მის ძმაზე მომხდარი თავდასხმის გამოუძიებლობის გამო აკრიტიკებს.

"არ მგონია, რომ გერმანიის ხელისუფლება გაცვლამდე საქართველოს ხელისუფლებას დაუკავშირდებოდა. საქართველოს მთავრობამ არ გამოიძია ზელიმხანზე 2015 წელს, თბილისში მომხდარი თავდასხმა და მკვლელობის შემდეგ სიტყვაც არ უთქვამს", - ამბობს ხანგოშვილი.

თურქეთში, ანკარაში რუსეთს, ბელარუსსა და დასავლეთის ქვეყნებს შორის პატიმრების გაცვლა დასრულდა. გაცვლის პროცესში სულ 26 ადამიანი მონაწილეობდა.

რუსულმა საგამოძიებო გამოცემა The Insider-მა გათავისუფლებულთა სია გამოაქვეყნა, რომლის თანახმადაც, რუსეთში, მათ შორის დაბრუნდა გერმანიაში საქართველოს მოქალაქის ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობაში მსჯავრდებული, FSB-ს სპეცრაზმის ვეტერანი და რამდენიმე გახმაურებული შეკვეთილი მკვლელობის თანამონაწილე ვადიმ კრასიკოვი.

 

 

 


close დახურვა